სპეციალური ოპერაციების ბატალიონმა „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები“ დაასრულა

19 აპრილი 2021, 17:35 666 ნახვა

სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და ამერიკის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ გაიმართა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. სწავლება ორიენტირებული იყო არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე.

სწავლება  სტრატეგიულ პარტნიორთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმართვის დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად.

წვრთნების მიზანი ასევე, სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში