საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 818-ით გაიზარდა, მათ შორის აჭარაში 75-ით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 783 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა.
17 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაზრდილია და 4.35 % შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 29 184 ადამიანია აცრილი.