უკვე არახალია, რომ პანდემიამ ბევრი სოფელში დააბრუნა. ახლა კი ის პერიოდია, როცა სოფლებში ხვნა-თესვის სამუშაოებისთვის ემზადებიან.
მაღალმთიან აჭარაში მეორე გაზაფხულია, დამუშავებული მიწების რაოდენობამ იმატა.
ფინანსური დილემის დასაძლევად მოქალაქეები, წლების წინ მიტოვებულ მამა-პაპისეულ მიწებს ამუშავებენ. მათ უმეტესობას მოსავალი საკუთარი საჭიროებებისთვის მოჰყავს და არა ბაზარზე გასატანად.