ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი, კლინიკა დატოვა 19.
ამ ეტაპზე კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.
კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 332 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში 149, ონლაინ კლინიკაში 370.