აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, პირველად შეერთებული შტატების სამხედრო ისტორიაში, ქალი - ქრისტინ ვორმუთი გახდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შესაბამისი გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ქრისტინ ვორმუთი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს პენტაგონში მნიშვნელობით მესამე სამოქალაქო პირი იყო. ვორმუთს 2014-დან 2016 წლამდე პოლიტიკის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ამ პოზიციაზე ის თავდაცვის მინისტრებს ჩაკ ჰეიგელსა და ეშ კარტერს კონსულტაციებს უწევდა, თეთრ სახლში პენტაგონს წარმოადგენდა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის, აზიაში ბალანსის აღდგენის, კონტრტერორისტული ოპერაციებისა და ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის სამხედრო კავშირების საკითხებზე მუშაობდა.