თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა, სადაც მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებმა ადგილზე გააფორმეს.