ვაქცინაცია გეგმას ჩამორჩება, კოვიდი მძლავრდება

08 აპრილი 2021, 20:09 243 ნახვა

კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე საქართველო მესამე ტალღის ზღვარზეა. ვაქცინაციის კუთხით კი  აქტივობა დაბალია.

დაგეგმილი სამი ათასის ნაცვლად დღეში მისი ნახევარი რაოდენობის აცრაც არ კეთდება. ვაქცინაციის საბჭომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა. ამ ვაქცინით  აცრას მხოლოდ 55  წელს ზემოთ მოქალაქეები  შეძლებენ.

თუ კოვიდ 19 ის დადასტურებული ფაქტების  რაოდენობა გაიზრდება შესაძლოა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში