საკადრო ცვლილებების მოლოდინი

04 ნოემბერი 2016, 00:00 3293 ნახვა

ჯერ - ჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა პოლიტიკური კონსულტაციები ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის გადანაწილებასა და მთავრობის ფორმირებაზე. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომამდე რამდენიმე დღე რჩება.  უკვე საუბრობენ, რომ ავთანდილ ბერიძეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ჩაანაცვლებს, ვიცე-სპიკერად კი ცოტნე ანანიძე მოიაზრება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიას, სავარაუდოდ, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას კი საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე. იურიდიულ საკითხთა კომისია შესაძლოა იურისტმა დავით გაბაიძემ ჩაიბაროს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კანდიდატი მოიზრება. ამ ინფორმაციას ოფიციალურად არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, თუმცა არც გამორიცხავენ. პირველი სხდომის ჩატარებისთანავე დღის წერიგში აჭარის მთავრობის  ფორმირების საკითხი დადგება, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები ავტომატურად მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ანანიძე აცხადებს, აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი