კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილება

05 აპრილი 2021, 19:50 1578 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილება. კერძო ინვესტორზე, მშენებლობის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ 4 წლის წინ გაიცა თუმცა მერიამ, განაშენიანების გენ გეგმასთან შეუსაბამობის გამო ინვესტორს მშენებლობის უფლება არ მისცა.

სამშენებლო კომპანია "ახალი ერა" საბჭოზე ხუთსართულიანი პროექტის შეთანხმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო დავის გაგრძელებას აპირებს, რომელიც პირველ ინსტაციაში მოიგო, ბათუმის მერიამ კი სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კულტურული მემკვიდრეობის საააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მერიას და სამშენებლო კომპანიას მშენებლობის მასშტაბზე შეთანხმებისთვის მოლაპარაკების ვადა მისცა, სადაც უნდა მოხდეს განხილვა თუ რამდენ სართულიანი სახლი აშენდება დუმბაძის 12 ნომერში.

"ჩვენთან არის მორიგების საკითხი, სასამართლო აძლევს ვადას, მერიას და მშენებელს "ახალ ერას", რომ ჩამოყალიბდნენ მშენებლობის მასშტაბზე, საუბარი არის 4 სართულის და მანსარდის და არა 8 სართულის მშენებლობაზე. თუ მოხდება ზონალურ საბჭოს მერიას და მშენებელს შორის შეთანხმება მაშინ შეწყდება სააპელაციო დავა. სასამართლოში დავის გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალი იქნება სამშენებლო კომპანია "ახალი ერას" გამარჯვება და მერია ვალდებული იქნება დააკმაყოფილოს სარჩელი და გასცეს 8 სართულის მშენებლობის ნებართვა ბათუმის ისტორიულ უბანში. ამ ეტაპზე კომპანია "ახალი ერა" თანახმაა წამოვიდეს მერიის და ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადაც ააშენებს 4 სართულს მანსარდით და აღარ მოითხოვს 8 სართულის მშენებლობას. თუკი ჩვენ, კერძო ინვესტორს ახალ შეთავაზებას მივცემთ დადებით შეფასებას მაშინ შპს "ახალი ერა" აღარ იდავებს მერიასთან და აღარ მოითხოვს 8 სართულიანის აშენებას." - აცხადებს ზაურ ახვლედიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი