სტამბოლში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის კონტრტერორისტულმა სამსახურმა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები კონფლიქტის ზონებში მყოფ ტერორისტებს თანხებს ურიცხავდნენ. სპეცოპერაცია სტამბოლის 8 უბანში ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები ამოიღეს.