ფაიზერ-ბიონტეკის ვააქცინამ მოზარდებში 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა

31 მარტი 2021, 17:47 2704 ნახვა

ამერიკული კომპანია ფაიზერისა და გერმანულ კონცერნ ბიონტეკის ერთობლივი ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 პროცენტით ეფექტურია. ამის შესახებ კომპანია ბიონტეკი იუწყება. 

კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მოზარდებზე ცდების მესამე ეტაპზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ 100 პროცენტიანი ეფექტურობა და აქტიური იმუნური რეაქცია აჩვენა.

ფაიზერის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, კომპანია მარეგულირებელი ორგანოებისგან მოზარდებში ვაქცინის გამოყენების ნებართვის  მიღებას შეეცდება, რათა  მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე შესაძლებელი გახდეს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის დაწყება.  აშშ-ში ცდებში  12-დან 15 წლამდე ასაკის 2 ათას 260 მოზარდი მონაწილეობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში