გამოხმაურება ჯანმოს განცხადებაზე

31 მარტი 2021, 13:17 759 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები და 13 ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის სრულყოფილი, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ მათ ექსპერტებს ვირუსის ადრეულ შემთხვევებზე მონაცემები არ მიაწოდა.  ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგის, კორეის რესპუბლიკის, სლოვენიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობები დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტებს სრული წვდომა ჰქონდეთ ყველა მონაცემთან“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსნებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის მთავრობამ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში