კომპანია ,,ასტრაზენეკამ'' კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელსაც ის აწარმოებს, ,,ვაქსზევრია'' უწოდა. კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ თავად პრეპარატი უცვლელია და სიახლე მხოლოდ დასახელებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტო ავრცელებს.
ახალი კვლევის თანახმად, ,,ასტრაზენეკის'' ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-ს, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-ს შეადგენს.