დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია- ასე ეხმიანება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში. სენატორები აცხადებენ, რომ საქართველოში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას, გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი. ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გაანალიზის, რომ აუცილებელია პარლამენტში დაბრუნება, რადგნა ეს ქართველი ხალხის ინტერესია. ფიქრობენ, რომ როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნას, როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, „ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას“.