ბათუმში რამდენიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, მათ შორის არის მე-14 საჯარო სკოლა. ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშიც, სადაც ამ დროისთვის 3 სასულიერო პირია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის მონაცემებით კი აჭარაში გვაქვს კოვიდ 19-ის, 36 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით კი 490. დღე-ღამეში კორონავირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა. კოვიდ სტატისტიკისა და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ნათია ლომაძე მოგვიყვება.