სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. 68 წლის პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე და ცხრა თანაშემწეც აიცრა.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე ქვეყანაში 680 ათასამდე მედიკოსი და მძიმე ავადმყოფი აიცრა, რომლებიც დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ხელისუფლება 52 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ივნისამდე აიცრას გეგმავს.