ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრი დუმილის უფლებას იყენებს

19 მარტი 2021, 18:01 994 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს  დეპუტატი, რომელიც გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მას დღეს ადვოკატი შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ იგი გაეცნო საქმის მასალებს, რომლითაც მისი თქმით, არ მტკიცდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის რისკები. 

ვიტალი ქარცივაძე ქობულეთში  მიწის აღიარების კომისიაში ნაკვეთების დაკანონების საკითხზე მუშაობდა. იგი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია.  

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ საუბარია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მემედ აბაშიძის პირველ ჩიხში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს. დაახლოებით 4-ჰექტარი მიწის ფართობი ადგილობრივების ინფორმაციით,  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი