აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება - გაბუნია 

19 მარტი 2021, 16:17 1243 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, კლინიკა კარგად არის მომზადებული და დიდი ნაკადების მართვასაც შეძლებს. 

''აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი ''ფაიზერის'' ვაქცინისთვის. ''ასტრაზენეკას'' ვაქცინისთვის, ისე როგორც ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს, ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას. აჭარაში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი პროცესი. 

გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პერიფერიულ კლინიკებში, რაიონულ დონეზე ვაქცინაციების პროცესი აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც აქვს  კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ნაკადები მართოს'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი