სასამართლო გოგი წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს 

19 მარტი 2021, 11:09 1289 ნახვა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგი წულაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით საქმეში მტკიცებულებები არ არის. 

''დღეს არის პირველი სასამართლო, სადაც ბრალდებული წარედგინება სასამართლოს და იხილება ერთადერთი საკითხი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, პროკურატურა როგორც ვიცი შემოდის პატიმრობის შუამდგომლობით.  რამდენად სამართლიანი და საფუძვლიანია ამაზე სასამართლოზე ვიმსჯელებთ. მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება"- განაცხადა გოგი წულაიას ადვოკატმა. 

პროკურორი კი ამბობს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. 

''აღნიშნულ საქმეზე არსებობს უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა. არის არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ასევე არის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არა ერთი ნივთიერი მტკიცებულება. ვიდეომასალა სადაც ასახულია რიგი ფაქტობრივი გარემოებები. 

ბრალდების მხარე მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას არ ეყრდნობა. 

მტკიცებულებები ადასტურებს, რომ შემთხვევის დღეს გოგი წულაიამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ამასთან დაკავშირებით რიგი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება'' - აცხადებს პროკურორი. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი