უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს

18 მარტი 2021, 18:08 1197 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რეგიონის ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. ნინო ნიჟარაძემ დეპუტატების მინისტრის საათის ფორმატში  უწყების ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო. ვინაიდან 2020 წელი პანდემიური იყო, მინისტრის მოხსენების ძირითადი ნაწილიც სწორედ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემებსა და სამინისტროს რეაგირებას დაეთმო.

დეპუტატების შეკითხვებიც შესაბამისად კორონავირუსის წინააღმდეგ  გატარებულ ღონისძიებებსა და  ვაქცინაციის პროცესს შეეხებოდა. 

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 300-ზე მეტი მედიკოსი აიცრა და პროცესი გეგმურად მომავალშიც გაგრძელდება.  აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეკითხვა არ ჰქონია უმაღლესი საბჭოს ერთადერთ დეპუტატს ოპოზიციური პარტიიდან ირაკლი ჩავლეიშვილს.

კითხვებს ძირითადად  „ქართული ოცნების“ წევრები სვამდნენ, ისინი  კრიტიკული ტონით არ გამოირჩეოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი