აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რეგიონის ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. ნინო ნიჟარაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა. იგი უმაღლესი საბჭოს წევრებს უწყების ერთწლიანი მუშაობის ანგარიშსს გააცნობს - რა გაკეთდა პანდემიის პირობებში რეგიონში და რას გეგმავს სამინისტრო სამომავლოდ. დეპუტატებს სავარაუდოდ კითხვები ექნებათ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებითაც. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები დღეს ასევე მოისმენენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანგარიშსაც. როგორც იცით, არჩევნებს ლეგიტიმურად ამ დრომდე არ ცნობს ოპოზიცია და მანდატებზე უარს ამბობს. უმაღლეს საბჭოს ჯერ მხოლოდ ერთადერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ჰყავს.