ისრაელი ხვალიდან ყველა ქვეყანასთან ავიამიმოსვლას განაახლებს

15 მარტი 2021, 17:42 1618 ნახვა

16 მარტიდან ისრაელი ყველა ქვეყანასთან ავიამიმოსვლას განაახლებს.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.  ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი ყოველდღიურად 3 ათასზე მეტ მგზავრს მიიღებს, რომლებსაც  სოციალური დისტანციის დაცვა და პირდაპირ აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევთ. 

უწყების მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო შეინარჩუნებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი ავიარეისი, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა  საფრთხეს  წარმოადგენდეს. 

თელ-ავივში ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში კორონავირუსის მუტაციის მოხვედრის  თავიდან ასაცილებლად  2021 წლის იანვარს დაიკეტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი