მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა

12 მარტი 2021, 11:51 902 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით  2.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 94.6 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი