11 წლის გერზე სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს - შსს

12 მარტი 2021, 10:43 1686 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად  წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის 11 წლის შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი