სომხეთის გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

10 მარტი 2021, 12:47 759 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი დღეიდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია. შეგახსენებთ, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ პრემიერის მიერ გაგზავნილ მოთხოვნას ხელი ორჯერ არ მოაწერა და საქმე არც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი