ჰოლანდიაში კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

09 მარტი 2021, 15:33 668 ნახვა

ჰოლანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათი  31 მარტამდე   გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, ლოკდაუნი და სოციალური დისტანცირების ზომების უმეტესობა ძალაში უნდა დარჩეს, თუმცა გამონაკლისი 15-17 მარტისთვის დაგეგმილი არჩევნებისთვის გაკეთდება. ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 6 კვირის წინ დაწესდა და ყოველ დღე, საღამოს 9-დან დილის 4.30 საათამდე მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი