9 თვის შემდეგ, არაერთი საგამოძიებო და სასამართლო პროცესების შემდეგ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ფეხბურთელის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, და ორ არასრულწლოვანს ედებათ ბრალად. რეზონანსულ საქმეზე რა გადაწყვეტყილებას მიიღებს მცხეთის რაიონული სასამართლო, ამას დაახლოებით სამ საათში გავიგებთ. მანამდე კი ცნობილია პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო უწყებას ხუთივეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.