პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ვანში 41 წლის კაცი დააკავეს.დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი თავის მოკვლას აპირებდა.
ადგილზე მისული სამართალდამცველების დანახვისთანავე კი სანადირო თოფით შეიარაღებულმა მოქალაქემ მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. უწყების ცნობით სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.