ექს-პრეზიდენტი ქოჩარიანი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს

04 მარტი 2021, 15:40 759 ნახვა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს. ექს პრეზიდენტი  მხარს უჭერს ოპოზიციისა და სამხედროების  მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის შესახებ. რობერტ ქოჩარიანმა მანამდე სომეხ ხალხს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  ფაშინიანის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული გენშტაბის პირველი მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. მან პრეზიდენტ  არმენ სარკისიანის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა  და მისი  გათავისუფლების შესახებ ბრძანების  გაუქმება მოითხოვა. სარკისიანმა ფაშინიანის შუამდგომლობით ხაჩატრიანი  24 თებერვალს გადააყენა. მან  რუსული ისკანდერების გაუმართაობის შესახებ პრემიერის განცხადებას არასერიოზული უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი