რატომ დაგვიანდა კოვიდ ვაქცინა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

03 მარტი 2021, 15:16 796 ნახვა

კორონავირუსის ვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებსა და კითხვებს თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით  ტყუილია, რომ  საქართველოს გარდა ყველა ქვეყანამ დაიწყო  ვაქცინაცია , მისი ინფორმაციით, ვაქცინაცია მსოფლიოში 103-მა ქვეყანამ დაიწყო ,რომელთაგან უმეტესს  ჩინური ან რუსული  ვაქცინა აქვს. ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო მზად იყო  ჩინურ  ვაქცინის მისაღებად,რასაც მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული  ადამიანებისგან, მედიისგან, პოლიტიკოსებისგან და ექიმების ნაწილისგან აღშფოთება მოჰყვა. მას შემდეგ კი,  რაც ჩინური ვაქცინა მეზობელმა  ქვეყნებმა გამოიყენეს ,საქართველოს მისამართით  წამოვიდა კრიტიკა, რაც ცერცვაძის შეფასებით,ორმაგი სტანდარტია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ირწმუნება ,რომ  საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინა დაგვიანებით ,მაგრამ საკმარისი რაოდენობით შემოვა და პირველი სავარაუდოდ ასტრა ზენეკას  ვაქცინა იქნება .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი