StadiumDB.com-ის გამოკითხვაში ჟიურიმ 20 კანდიდატიდან 10 ფინალისტი გამოავლინა, სადაც დინამო ბათუმის სტადიონი საუკეთესო ათეულში მოხვდა. ჟიურიმ შემდეგ ეტაპზე შემდეგი 10 სტადიონი გადაიყვანა:
აჰმად ბინ ალი სტედიუმი (ყატარი), ბათუმის სტადიონი (საქართველო), ედუქეიშნ სტედიუმი (ყატარი), ინტერ მაიამი (აშშ), კანსეკი (იაპონია), ლინ ფემილი (აშშ), სოფი (აშშ), სტად დე ლა ტურიე (შვეიცარია), სულთან იბრაჰიმი (მალაიზია) და სი'ანი (ჩინეთი).
წლის საუკეთესო სტადიონის გამოვლენა კი გულშემატკივრების ეგიდით გრძელდება. ამ დროისთვის 15 ათასმა ადამიანმა სასურველ სტადიონს ხმა უკვე მისცა .
ხმის მისაცემად შევდივართ StadiumDB.com-ზე. ვირჩევთ 20 სტადიონიდან 5-ს. ჩვენთვის საუკეთესო მოედანს ვუწერთ 5 ვარსკვლავს, მეორეს - ოთხს, მესამეს - სამს და ა.შ. ხმის ჩასათვლელად აუცილებელია აირჩიოთ ხუთი სტადიონი, სხვა შემთვევაში ხმა არ ჩაითვლება. ერთ მომხმარებელს ერთი ხმის მიცემის უფლება აქვს. ერთი და იგივე მოწყობილობიდან რამდენიმე ხმის მიცემის შემთხვევაში ხმები გაბათილდება.
გულშემატკივრების ხმების საბოლოო შედეგები 2021 წლის 10 მარტს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ 10 მარტს დაასახელებს სპეციუალური ჟიური საუკეთესო სტადიონის თავის ვერსიას. 2019 წელს საუკეთესო სტადიონის წოდება უნგრეთში გახსნილ ''პუშკაშ არენამ'' მიიღო.
StadiumDB.com ტრადიციულ გამოკითხვას 2010 წლიდან ატარებს. პირველი გამარჯვებული კი დუბლინში აშენებული ''ავივა სტედიუმი'' გახდა, სადაც ირლანლანდისს ეროვნული საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებები თამაშობენ.