მოქალაქეებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს - პრემიერი

25 თებერვალი 2021, 11:45 565 ნახვა

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ისინი ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან და შესაბამისად იმოქმედებენ.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და არ მივიღოთ გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება კოორდინაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შემსუბუქების თუ შეზღუდვების მიმართულებით შემდეგ ნაბიჯებს ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“, - აღნიშნა პრემიერმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი