ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვები შეამსუბუქა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგები მესამე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ, თუმცა მოქალაქეები შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან. ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდება პროფესიულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას სილამაზის სალონები. მანამდე ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოდ არ ჩათვალა.