„ბრიტანული შტამის“ 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებულია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით მუტირებული შტამია - ამირან გამყრელიძე

24 თებერვალი 2021, 17:17 3477 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე განცხადებით ახალ შემთხვევებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", -განაცხადა ამირან განყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში