მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.