მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

16 თებერვალი 2021, 11:47 631 ნახვა

თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტს და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს. ისინი უკვე გამოიკითხნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში