სოც-მუშაკი გარდაცვლილი მოზარდის შესახებ

15 თებერვალი 2021, 20:07 5538 ნახვა

14 წლის გოგოზე, როგორც მეურვეობის ქვეშ მყოფზე  მეთვალყურეობდა სოციალური აგენტი. გარდაცვლილის დედამ მედიას მასთან მიმოწერა აჩვენა. რომელშიც  იგი აგენტს ეუბნებოდა, რომ ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო და დახმარებას სთხოვდა.

როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, სოციალურმა აგენტმა იგი დაბლოკა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც  წუხილს გამოთქვამენ ქობულეთში მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მათი თქმით,  ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართულ მუშაობას და ბავშვთან შემხებლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს: სკოლას, სოციალურ სამსახურს, პოლიციას და ა.შ. მათივე თქმით ამ ეტაპზე არ ჰყავთ არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან, თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი მუშაობს ოჯახურ დავებზე, ხოლო სხვა ბენეფიციარები ფსიქოლოგის მომსახურებას ვერ იღებენ სახელმწიფოსგან.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური აგენტები ქვეყნის მასშტაბით არაერთხელ გაიფიცნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა პრობლემად დარჩა.

ჩვენი რეპორტიორი ესაუბრა დღეს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს სოციალურ აგენტს. თამარ ღუნაშვილი ინტერვიუში დეტალურად ყვება, თუ რა სახის კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და მის ოჯახთან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი