პარლამენტის უარს დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ''სარჩელის მიზანია პოლიტიკურ აღვირახსნილ ძალადობას დავუკავშირო სამართლებრივი მექანიზმები'' - აცხადებს კორძაია.
მისივე თქმით, სარჩელი პერსონალურია.
''მაშინ როდესაც ის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის არღვევს ყველა კანონს, ძალაუფლების განმტკიცებისთვის აღძრა საქმე ნიკა მელიას წინააღმდეგ და მეორე სეზონი დაიწყო პარლამენტში. ეს თვითნებობის კასკადი და უკანონობის უნდა იყოს პასუხგაცემული. როგორც ერთი პოლიტიკოსი მე ამ პასუხს კანონის ფარგლებში ვიძლევი.
სარჩელში ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტს და ''ქართულ ოცნებას'' არ აქვს უფლება დაარღვიოს კონსტიტუცია და უარი თქვას ჩემი ნების აღსრულებაზე. ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უკანონო ძალა. რატომ? შევეცდები ეს ავხსნა, პირველი: ''ქართულმა ოცნებამ'' კანონდარღვევით მოიპოვა ხელისუფლება, მან გააყალბა არჩევნები. მეორე: მან კანონდარღვევით ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება, იმიტომ რომ ჩვენ ვინც დავწერეთ განცხადებები არ წარგვიდგენია დოკუმენტები. არ მაქვს დადებული ფიცი, მაგრამ მაინც ცნეს უფლებამოსილება. ამის შემდეგ ის ასევე კანონდარღვევით მტოვებს იძულებით პარლამენტში. შესაბამისად თავისუფალი ნება და მანდატი იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია გამოვიყენებ, მინდა არ გამოვიყენებ. მე თვითონ განვსაზღვრავ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამომრჩევლების წინაშე.
ვასაჩივრებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას, რომლითაც თამარ კორძაიას ვადამდე არ შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. მე უნდა განვსაზღვრო ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი'' - განაცხადა კორძაიამ.