ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 469 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.