მადრიდში ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის თად მაკფადენის „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 87-76 დაამარცხეს. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 23 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება თად მაკდაფენს 27 წუთში 9 ქულა გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი გასულ დღეს ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.