ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა

12 თებერვალი 2021, 11:50 781 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებმა 2021 წლის სეზონისთვის ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის ფორმატის შესახებ იმსჯელეს. ეროვნული ლიგა და  ეროვნული ლიგა - 2, გასული სეზონების მსგავსად, ოთხ წრედ გაიმართება და თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. ეროვნული ლიგა სტარტს 27 თებერვალს აიღებს, ეროვნული ლიგა 2 კი, 1 მარტს. ასევე გადაწყდა, რომ ლიგა 3-ის გათამაშება, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზარდა, ორ წრედ შედგება. 1-ლი ადგილის მფლობელი გუნდი პირდაპირ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს მოიპოვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი