მწვანე კონცხზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში ბახტაძისა და მეზღვაურის ქუჩებს შორის მონაკვეთში დაგეგმილია სანიაღვრე არხის კედლების გამაგრება და ხიდბოგირის მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მწვანე კონცხზე ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.