ახალი ტიპის შეიარაღება თავდაცვის ძალებში. უწყების ინფორმაციით, აშშ-ის მხარდაჭერით თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საჩვენებელი სროლები განახორციელეს.