დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

08 თებერვალი 2021, 11:42 1098 ნახვა

ცხვარიჭამიაში 3 თებერვალს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია 22 წლის მამაკაცი. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა 43 წლის მამაკაცს, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში