დაუმორჩილებლობის პროტესტი თეატრალიზებული ფორმით

06 თებერვალი 2021, 18:30 1057 ნახვა

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. აქცია - პერფომანსის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ კონცერტი მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები არსებული რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეებს შორის არიან ფიტნეს ცენტრებისა და სამთო - სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები, ანიმატორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ დღეს რვა საათზე კი ორგანიზაცია სირცხვილიასთან ერთად დაუმორჩილებლობის აქციის გამართვას გეგმავენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი