ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება - ცქიტიშვილი

04 თებერვალი 2021, 12:44 1438 ნახვა

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება. 

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, სკოლები კი იხსნება 15 თებერვლიდან. შესაბამისად დაველოდებით ვითარებას.  ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა. როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად. არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას.

ვუყურებთ, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. შევთანხმდით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები და ბაღის დროც აუცილებლად დადგება.

რესტორნებისთვის, ფიტნესისთვის და კერძო საბავშვო ბაღებისთვის შემოვიღეთ დამატებითი საშეღავათო და სუბსიდირების პროგრამები'' - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი