ვინ უხელმძღვანელებს პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლის, ჯერ უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
პარლამენტის ვიცესპიკერს იმედი აქვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები და შესაბამისი ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დროებითი კომისიის შექმნით პასუხი გაეცემა მთავარ შეკითხვას - გაყალბდა თუ არა არჩევნები.