მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებაა

02 თებერვალი 2021, 11:47 824 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის  განცხადებით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს. როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიო ამ ეტაპზე სხვა დროსაც ყოფილა და მოდუნების დრო არ არის. მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 444 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ინფექციას მსოფლიოში 10 ათასს 885 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 58 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ის 25.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი