კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების დაცვით მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. თუმცა ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს მხოლოდ სამუშაო დღეებში მოემსახურება. გაიხსნა სავაჭრო ობიექტების ნაწილიც.
ადმინისტრაცია ვალდებულია პერსონალს 2 კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტაროს.
შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება აკრძალვა სარიტუალო ღონისძიებების შესახებ.