ხანძარი საფეხბურთო მოედანზე

31 იანვარი 2021, 12:05 955 ნახვა

ბრაზილიაში საფეხბურთო მოედან ‘’კასტელანს’’ ცეცხლი გაუჩნდა. კვამლის  შედეგად რამდენიმე ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით ცეცხლის კერა მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილ  სამაუწყებლო ოთახში ხანმოკლე ჩართვამ  გამოიწვია.

საფეხბურთო სტადიონი კასტელანი 1969 წელს აშენდა და ის 60 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. არენა  2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის მასპინძელი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში